Accessibility links

logo-print

პუტინი და ნეტანიაჰუ მსჯელობენ სირიაში მიმდინარე მოვლენებზე


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეტანიაჰუსთან შეხვედრაზე განიხილავს სირიაში რუსეთის სამხედრო ძალების განთავსებას, რაც ისრაელის შეშფოთებას იწვევს. მოსკოვთან შეხვედრის დაწყებამდე, ნეტანიაჰუმ პუტინს აუწყა, რომ მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, არ დაუშვას იარაღის მიწოდება ლიბანში მოქმედი ექსტრემისტების ჯგუფ „ჰიზბოლასთვის“ და ფიქრობს, რომ სირიის არმია და ირანი ცდილობენ ისრაელის წინააღმდეგ „მეორე ტერორისტული ფრონტის“ გახსნას. ნეტანიაჰუსთან ერთად მოსკოვში ჩავიდნენ ისრაელის არმიისა და დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელები, რაც ხაზს უსვამს ვიზიტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. როგორც იუწყებიან, ისრაელი შეშფოთებულია რუსეთის ჩართვით სირიის ძალებსა და ისლამისტი მეამბოხეების ჯგუფებს შორის ბრძოლაში, რადგან მას შესაძლოა მოჰყვეს რუსეთის ჯარებთან შემთხვევით დაპირისპირება.

XS
SM
MD
LG