Accessibility links

logo-print

მოლდავეთში გადადგა ეროვნული ბანკის მმართველი


მოლდავეთის ეროვნული ბანკის მმართველმა, დორინ დროგუტანუმ თავისი გადადგომის შესახებ გამოაცხადა მას შემდეგ, რაც კრიტიკის სამიზნე გახდა ადგილობრივი ბანკებიდან დიდი თანხების გაუჩინარების გამო. მოლდავეთის სამი ბანკიდან 2014 წელს მილიარდამდე დოლარის გაუჩინარებას მოჰყვა ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურება, დასავლეთის ფინანსური დახმარების შეჩერება და მასობრივი საპროტესტო აქციები. დრაგუტანუ უარყოფს ფულის გაუჩინარებასთან დაკავშირებულ ბრალდებას და აცხადებს, რომ რამდენჯერმე გაამახვილა ხელისუფლების ყურადღება საფრთხეებზე, რომლებსაც ფულის დაკარგვა მოჰყვა. როგორც დრაგუტანუმ 21 სექტემბერს განაცხადა, ის თანამდებობას ტოვებს „ზოგი პოლიტიკოსისაგან ზეწოლის“ გამო. პრეზიდენტ ნიკოლაე ტიმოფტისა და პრემიერ-მინისტრ ვალერიუ სტრელეტს ნათქვამი აქვთ, რომ დრაგუტანუმ უნდა დატოვოს ეროვნული ბანკის მმართველის პოსტი. დემონსტრანტები პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის გადადგომასაც მოითხოვენ.

XS
SM
MD
LG