Accessibility links

logo-print

პუტინმა და ნეტანიაჰუმ იმსჯელეს სირიაში მიმდინარე მოვლენებზე


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეტანიაჰუს შეხვდა სირიაში რუსეთის სამხედრო ძალების განთავსებაზე სასაუბროდ. ეს საკითხი ისრაელის შეშფოთებას იწვევს. მოსკოვთან გამართული შეხვედრის დაწყებამდე, ნეტანიაჰუმ პუტინს აუწყა, რომ მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, არ დაუშვას იარაღის მიწოდება ლიბანში მოქმედი ექსტრემისტების ჯგუფ „ჰიზბოლასთვის“ და ფიქრობს, რომ სირიის არმია და ირანი ცდილობენ ისრაელის წინააღმდეგ „მეორე ტერორისტული ფრონტის“ გახსნას. ნეტანიაჰუსთან ერთად მოსკოვში ჩავიდნენ ისრაელის არმიისა და დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელები, რაც ხაზს უსვამს ვიზიტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. როგორც იუწყებიან, ისრაელი შეშფოთებულია რუსეთის ჩართვით სირიის ძალებსა და ისლამისტი მეამბოხეების ჯგუფებს შორის ბრძოლაში, რადგან მას შესაძლოა მოჰყვეს რუსეთის ჯარებთან შემთხვევით დაპირისპირება. აშშ-ის მონაცემებით, რუსეთმა, რომელიც სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის მცირერიცხოვან მოკავშირეებს მიაკუთვნება, სამხედრო მოსამსახურეები, არტილერია და თვითმფრინავები გააგზავნა სირიაში.

XS
SM
MD
LG