Accessibility links

logo-print

ნატო რუსეთს კვლავ მოუწოდებს გაიტანოს მძიმე ტექნიკა დონბასიდან


ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს გაიყვანოს მძიმე შეიარაღება აღმოსავლეთ უკრაინიდან. ვითარება დონბასში ძალიან მყიფეა მიუხედავად იმისა, რომ დამაიმედებელია ბრძოლების სიმძაფრის შენელება პრორუსულად განწყობილ სეპარატისტებსა და უკრაინის სამთავრობო ჯარებს შორის, - განაცხადა 21 სექტემბერს ქალაქ ლვოვში ჟურნალისტებთან საუბრის დროს სტოლტენბერგმა. „მძიმე შეიარაღება კვლავ იქ არის, რადგან რუსეთი აგრძელებს სეპარატისტების მხარდაჭერას“, - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა. აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუსულად განწყობილ სეპარატისტებსა და უკრაინის სამთავრობო ჯარებს შორის მიმდინარე საომარ შეტაკებებში 2014 წლის აპრილიდან მოყოლებული 7 900 კაცი დაიღუპა. იენს სტოლტენბერგი ორდღიანი ვიზიტით პირველად იმყოფება უკრაინაში, რაც ქვეყნის პროდასავლური ხელისფლების მიმართ ალიანსის მხარდაჭერად მიიჩნევა.

XS
SM
MD
LG