Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი: ვალუტასთან დაკავშრებული კრიზისული პერიოდი გადავლილია


"ლარის კურსი პიკშია. ყველა პროგნოზის, ანალიზის გათვალისწინებით, სიტუაცია ქვევით უნდა ჩამოვიდეს და დასტაბილურდეს", - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, რომელმაც მთავრობის ეკონომიკურ განდთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძესთან სამუშაო შეხვედრა გამართა. „ჩვენ მაქსიმალურად შევთანხმდით, რომ ეროვნული ბანკი, ფინანსთა სამინისტრო, მე პირადად, მთელი მთავრობა ვიქნებით მოწოდებული, რომ მაქსიმალურად ღია, კომუნიკაცია გვქონდეს საზოგადოებასთან, ჩვენ ხალხს ავუხსნით მოლოდინებს, ვეტყვით პროგნოზებს", - განაცხადა ღარიბაშვილმა, რომელმაც „დაუშვებელი უწოდა“ ეროვნულ ვალუტაზე უპასუხისმგებლო განცხადებების გაკეთებას როგორც ცალკეული პოლიტიკოსების, ისე ექსპერტების მხრიდან.

XS
SM
MD
LG