Accessibility links

logo-print

ევროკავშირი კვოტების საკითხზე უთანხმოების გადაჭრას შეეცდება


ევროკვშირის შინაგან საქმეთა მინისტრები დღეს ბრიუსელში შეეცდებიან შეთანხმდნენ 120 ათასი ლტოლვილის განაწილების საკითხზე. ევროსაბჭოს წინადადებით ევროპაში ახლადჩასულების განაწილება ევროპის ქვეყნებს შორის იძულებითი კვოტების სისტემით უნდ განხორციელდეს. ევროპაში ასობით ათასი ლტოლვილის ჩასვლამ ევროკავშირში განხეთქილება გააჩნა. ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის უნგრეთი, სლოვაკია და ჩეხეთი კვოტების წინააღმდეგია, გერმანია და საფრანგეთი კი - მომხრე.

XS
SM
MD
LG