Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაიწყო სასწავლო დაწესებულებებში კვების ინსპექცია


სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად სკოლამდელი და სასკოლო დაწესებულებების კვების ბლოკების შემოწმება განაახლა. სააგენტოს ცნობით, ინსპექტირების პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. შარშან სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2144 საბავშვო ბაღი და 781 სკოლის სასადილო შეამოწმა, საიდანაც ოთხ მათგანს კრიტიკული შეუსაბამობის გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

XS
SM
MD
LG