Accessibility links

logo-print

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ორდღიან ვიზიტს იწყებს საფრანგეთში


საფრანგეთში ორდღიან ვიზიტს იწყებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი. ის პარიზში შეხვდება ფრანგ კოლეგას, ლორან ფაბიუსს, საფრანგეთის უმსხვილესი ბიზნესგაერთიანების MEDEF International-ის პრეზიდენტს, ჟან ბიურელეს და ბიზნესწრეების წარმომადგენლებს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილიბიზნესგაერთიანების წევრებს გააცნობს საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს და ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობებს. სამინისტროს ცნობითვე, MEDEF International საფრანგეთის ბიზნეს კონფედერაციის წევრ 800 ათასამდე კომპანიას აერთიანებს და ხელს უწყობს მსოფლიოში ფრანგული კომპანიების მიერ ინვესტიციების დაბანდებას და საერთაშორისო ვაჭრობას. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ ჯანელიძე, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი, საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი პერტაია და ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი ასლანიშვილი.

XS
SM
MD
LG