Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეამბოხემ 10 ავღანელი ჯარისკაცი დახოცა


ავღანეთის არმიის ათი ჯარისკაცი დაიღუპა ე.წ. ინსაიდერულ თავდასხმაში, რომელიც სამხედრო ფორმაში გადაცმულმა პირმა მოაწყო ქვეყნის ჩრდილოეთში. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა ცნობით, თავდამსხმელმა ჯარისკაცების დახმარებით საკონტროლო გამშვები პუნქტის გადალახვა მოახერხა და ჯარისკაცების გარემოცვაში თავი აიფეთქა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია. ავღანეთის თალიბანის ახალმა ლიდერმა მოუწოდა ყველა უკანონო შეიარაღებულ დაჯგუფებას დატოვოს ქვეყნის ტერიტორია. მულა ახტარ მანსური აცხადებს რომ, უნდა შეწყდეს ყველა სახის მოლაპარაკებები ავღანეთის მთავრობასთან.

XS
SM
MD
LG