Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოროშენკო: ნატოში გაწვერიანება რეფერენდუმზე უნდა გადაწყდეს


უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ წინა ხელისუფლების „დანაშაული“ უწოდა ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმას და განაცხადა, რომ მის ხელისუფლება მზად არის შეცვალოს ეს კურსი. თუმცა, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ალიანსში წევრობის საკითხი მოსახელობამ რეფერენდუმზე უნდა გადაწყვიტოს. უკრაინაში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, რომელიც პრეზიდენტ პოროშენკოს ხელმძღვანელობით გამართულ ეროვნული უშიშროების საბჭოს გაფართოებულ სხდომას დაესწრო. ნატოს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ალიანსში გაწვერიანების თაობაზე განაცხადის შეტანამდე, უკრაინამ უნდა გაატაროს პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო რეფორმები.

XS
SM
MD
LG