Accessibility links

logo-print

ამერიკელ სამხედროებს გაუპატიურების აღკვეთის გამო პასუხისმგებლობა დაეკისრათ


21 სექტემბერს თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ „ღრმად არის შეშფოთებული“ გაზეთ ნიუ-იორკ ტაიმსში გამოქვეყნებული ანგარიშით, რომელშიც საუბარია იმ ორი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის დისციპლინურ დევნაზე, რომლებიც ავღანეთში ყოფნის დროს ბიჭუნაზე სექსუალური ძალადობის აღკვეთას შეეცადნენ. გაზეთში გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილმა კაპიტანმა დენ ქუინმა ავღანეთის პოლიციის ერთ-ერთი რაზმის მეთაურს სცემა იმის გამო, რომ ამ უკანასკნელს, როგორც სექსუალური მონა, საწოლზე ჰყავდა მიბმული არასრულწლოვანი ბიჭი. ამ ინცინდენტის შემდეგ ამერიკელი ოფიცერი სამშობლოში გაიწვიეს და გადააყენეს თანამდებობიდან. დენ ქუინი აცხადებს, რომ ამერიკელ სამხედროებს მიღებული აქვთ ინსტრუქცია, რათა უგულებელყონ ავღანელი მოკავშირეების მიერ ბიჭების გაუპატიურება, რაც განიხილება, როგორც ადგილობრივი „კულტურის“ შემადგენელი ნაწილი. სარდლობის არგუმენტი კი ის არის, რომ „მათ არ სურთ ძირი გამოუთხარონ ადგილობრივ თვითმმართველობას ავღანეთში.“ იუწყებიან, რომ აშშ-ის არმია ვითომცდა ასევე აპირებს 1 ნოემბერს პენსიაზე გაუშვას პირველი კლასის სერჟანტი ჩარლზ მარტლენდი, რომელიც დაეხმარა ქუინს ავღანელი მეთაურის გალახვაში.

XS
SM
MD
LG