Accessibility links

logo-print

პაკისტანში გადაიდო პარალიჩიანი დამნაშავის სიკვდილით დასჯა


პაკისტანის ხელისუფლებამ გადადო სასიკვდილო განაჩენის სისრულეში მოყვანა 43 წლის აბდულ ბასიტის მიმართ, რომელსაც ფინანსური დავის ნიადაგზე ადამიანის მკვლელობაში ედება ბრალი. ბასიტი 22 სექტემბრის დილით უნდა ჩამოეხრჩოთ, თუმცა მოსამართლემ განაჩენის სისრულეში მოყვანა განსასჯელთან საუბრის შემდეგ გადადო. ბასიტს, რომელიც სიკვდილმისჯილთა საკანში 2009 წლიდან იმყოფება, ციხეში გადატანილი მენინგიტის შემდეგ პარალიზებული აქვს ქვედა კიდურები. პაკისტანის ადამიანის უფლებათა კომისიის ანგარიშით, პაკისტანში უკვე 230 ადამიანი ჩამოახრჩეს მას შემდეგ, რაც 2014 წლის დეკემბერში პაკისტანის ხელისუფლებამ აღადგინა ქვეყანაში სიკვდილით დასჯა.

XS
SM
MD
LG