Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვოს პრემიერ-მინისტრს დეპუტატებმა კვერცხები დაუშინეს


კოსოვოს პრემიერ-მინისტრ ისა მუსტაფას ოპოზიციის წარმომადგენელმა რამდენიმე დეპუტატმა კვერცხები დაუშინეს იმ დროს, როდესაც მთავრობის მეთაური სიტყვას წარმოთქვამდა საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნიდან. პირადმა დაცვამ ელვის უსწრაფესად ქოლგები დააფარა ისა მუსტაფას. ოპოზიციის წევრთა აღშფოთება კი გამოიწვია ევროკავშირის შუამავლობით მომზადებულმა გარიგებამ, რაც კოსოვოში მცხოვრებ სერბ უმცირესობას ადგილობრივი გადასახადების გამოყენების, სერბულ ენაზე განათლების და ბელგრადიდან დაფინანსების მიღების საშუალებას აძლევს. პრემიერ-მინისტრი ისა მუსტაფა ემხრობა ამ გარიგებას და აცხადებს, რომ ახლადშექმნილ „სერბული მუნიციპალიტეტების ასოციაციას“ არ აქვს აღმასრულებელი ძალაუფლება. ოპონენტები კი მიიჩნევენ, რომ ეს სახიფათო ნაბიჯი გააღრმავებს კოსოვოს ეთნიკურ გათიშულობას და საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.

XS
SM
MD
LG