Accessibility links

logo-print

დააკავეს ქრთამის აღებაში ეჭვმიტანილი ტალინის მერი


სამართალდამცველებმა სამშაბათს დააკავეს ქალაქ ტალინის მერი და ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ედგარ სავისაარი, რომელიც ეჭვმიტანილია ქრთამის აღებაში. წინასწარი გამოძიების თანახმად 2014-15 წლებში მერმა არაერთხელ აიღო ქრთამი ქონებისა თუ სხვადასხვა შეღავათის სახით, რაც საერთო ჯამში ასი ათას ევროს შეადგენს. როგორც სააგენტო „დელფი“ იუწყება ქრთამის აღების ბრალდებით ეჭვმიტანილია კიდევ რამდენიმე ოფიციალური პირი. სამართალდამცველებმა მერის სამუშაო კაბინეტში უკვე ჩატარეს ჩხრეკა.

XS
SM
MD
LG