Accessibility links

სავჩენკო ყველა ბრალდებას უარყოფს რუსეთში დაწყებულ სასამართლო პროცესზე


უკრაინელი სამხედრო მფრინავი, ნადია სავჩენკო გადაჭრით უარყოფს მისთვის წაყენებულ ბრალდებებს რუსეთში დაწყებულ სასამართლო პროცესზე. სავჩენკოს 25 წლით პატიმრობა ემუქრება 2014 წელს აღმოსავლეთ უკრაინაში ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში თანამონაწილეობის და რუსეთის ტერიტორიაზე უკანონოდ გადასვლის ბრალდებების საფუძველზე. ყველაფერი, თავიდან ბოლომდე, სიცრუეაო, - განაცხადა ბრალდებების შესახებ სავჩენკომ 22 სექტემბერს, რუსეთის ქალაქ დონეცკში სასამართლოს წინაშე გამოსვლისას. სასამართლოს შემდეგი სხდომა 29 სექტემბერს გაიმართება. 34 წლის ნადია სავჩენკო წელიწადზე მეტი ხანი იმყოფება რუსეთის ციხეში. პროტესტის ნიშნად მან დიდხანს იშიმშილა. შარშან ის დაუსწრებლად აირჩიეს უკრაინის პარლამენტის წევრად.

XS
SM
MD
LG