Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოროშენკო: ნატოში გაწევრიანებაზე უარი „დანაშაულებრივი“ პოლიტიკა იყო


უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო „დანაშაულებრივ“ პოლიტიკად მიიჩნევს ნატოში უკრაინის გაწევრიანებაზე უარს და აცხადებს, რომ მისი მთავრობა მზად არის ამ კურსის შესაცვლელად. პოროშენკომ 22 სექტემბერს უკრაინის უშიშროების საბჭოს სხდომაზე აღნიშნა აგრეთვე, რომ ნატოში გაწევრიანების საკითხი რეფერენდუმით უნდა გადაწყდეს. ამასობაში, კრემლის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ რუსეთის საზღვრებისაკენ ნატოს გაფართოების ნებისმიერ შემთხვევაში, რუსეთი მიმართავს „კონტრზომებს“ თავისი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. კიევი და დასავლეთი რუსეთს ადანაშაულებენ აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების დახმარებაში. მოსკოვი უარყოფს ამ ბრალდებას.

XS
SM
MD
LG