Accessibility links

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დაიწყო „სტუდია მაესტროს“ დოკუმენტაციის შესწავლა


საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დაიწყო „სტუდია მაესტროს“ გაკოტრებასთან დაკავშირებით საქმის ვითარებაში გარკვევა. ამის შესახებ ნათქვამია ეროვნული კომისიის განცხადებაში, რომლითაც ის გამოეხმაურა "სტუდია მაესტროს" გაკოტრებასთან დაკავშირებით სასამართლოში საქმის წარმოების დაწყებას და ტელეკომპანიის მფლობელების განცხადებებს. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებით, მან გამოითხოვა დეტალური ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომლის შესწავლასაც აპირებს. კომისიის აზრით, "სტუდია მაესტროს" გაკოტრებასთან დაკავშირებით სასამართლოში საქმის წარმოებამ არ უნდა შეაფერხოს ამ „ერთ-ერთი მსხვილი და რეიტინგული ტელეკომპანიის მაუწყებლობა". ტელეკომპანია „იმედმა“ „მაესტროს“ ერთ-ერთი პარტნიორის, გიორგი გაჩეჩილაძის განცხადებაზე დაყრდნობით, 21 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ "მაესტროს" დირექტორმა ბაია გადაბაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა არხის გაკოტრებულად გამოცხადების თხოვნით.

XS
SM
MD
LG