Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპი აშშ-ში ჩავიდა


22 სექტემბერს რომის პაპი ფრანცისკე, კუბაზე ვიზიტის დასრულების შემდეგ, აშშ-ში ჩავიდა. ვაშინგტონის ახლოს მდებარე ავიაბაზა „ენდრიუსზე“ მას დახვდნენ აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ოჯახით, სასულიერო წრეების წარმომადგენლები და ახალგაზრდები. პაპი რამდენიმე წუთით გაესაუბრა ბავშვებს, აშშ-ის პრეზიდენტს, რის შემდეგაც კორტეჟი ვაშინგტონისკენ დაიძრა. რომის პაპი იტალიური წარმოების „ფიატის“ მარკის ავტომობილში ჩაჯდა. გარკვეული ხნის განმავლობაში „ფიატის“ ფანჯრები ღია იყო, რომ რომის პაპს ხალხთან მისალმება შეძლებოდა. ამასთან, მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ აშშ-ში რომის პაპის ვიზიტი უსაფრთხოების გაძლიერებული ზომების ფონზე მიმდინარეობს.

XS
SM
MD
LG