Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის ლიდერები საგანგებო სამიტზე იკრიბებიან


ევროკავშირის ლიდერები იკრიბებიან ბრიუსელში 120 ათასი მიგრანტის განსახლების გეგმის დასამტკიცებლად იმ ფონზე, როცა ევროკავშირის რამდენიმე სახელმწიფო კვოტების დაწესების წინააღმდეგია. რუმინეთი, ჩეხეთის რესპულიკა, სლოვაკეთი და უნგრეთი ეწინააღმდეგებიან სავალდებულო კვოტების გეგმას. 23 სექტემბრის საგანგებო სამიტზე ყურადღება გამახვილდება აგრეთვე ევროკავშირის საზღვრებზე რეჟიმის გამკაცრებასა და სირიის მეზობელი იმ ქვეყნებისთვის დახმარების გაზრდაზე, საიდანაც მიგრანტების უმრავლესობა ევროპისკენ მიემართებიან. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა სამიტის წინა საღამოს შეხვედრა გამართეს. განაცხადეს, რომ სირიის კონფლიქტის მოგვარების გზის მოძებნა იქნება გადამწყვეტი მიგრანტთა კრიზისის მოგვარებაში. გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან საუბრის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ ევროპის თითოეულმა სახელმწიფომ უნდა მიიღოს თავშესაფრის მაძიებელთა „სამართლიანი წილი“.

XS
SM
MD
LG