Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება უშიშროების საბჭოს სხდომა


დღეს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება უშიშროების საბჭოს სხდომა. მისი დღის წესრიგის საკითხებია საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობა 2016 წლისთვის, სამხედრო აღმშენებლობა და საქართველოს საფრთხეების შეფასების 2015-2018 წლების დოკუმენტის პროექტის სამხედრო საფრთხეთა ნაწილი. უშიშროების საბჭოს სხდომაზე მომხსენებლები არიან თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. სხდომა 17 საათზე დაიწყება.

XS
SM
MD
LG