Accessibility links

logo-print

გიორგი მარგველაშვილმა საბერძნეთში არჩევნებში გამარჯვება მიულოცა პარტია „სირიზას“ და პარტიის ლიდერს


საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საბერძნეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა პარტია „სირიზას“ და ქვეყნის პრემიერ-მინისტრად არჩევა - პარტიის ლიდერს ალექსის ციპრასს. გიორგი მარგველაშვილის მისალოც წერილში ნათქვამია, რომ საქართველო უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს საბერძნეთთან მეგობრული და ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის ჩამოყალიბებას. „მჯერა, რომ თქვენი ლიდერობით საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის არსებული ისტორიული კავშირი და მჭიდრო თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და განმტკიცდება ჩვენი ქვეყნების სასიკეთოდ” - ნათქვამია საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის ალექსის ციპრასისთვის საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მიერ გაგზავნილ მისალოც წერილში.

XS
SM
MD
LG