Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტის პრეზიდენტმა შეიწყალა ალ ჯაზირის ჟურნალისტები


ეგვიპტის პრეზიდენტმა, აბდელ ფათა ალ-სისიმ შეიწყალა ალ ჯაზირის, საპატიმროში მყოფი ჟურნალისტები, მათ შორის კანადელები, მოჰამად ფაჰმი და ბაჰერ მუჰამადი. სულ შეწყნარებულია ასი პირი. ფაჰმის ადვოკატმა დაადასტურა შეწყალების ფაქტი და თქვა, რომ მისი კლიენტი უდანაშაულოა. შეწყალება წინ უსწრებს გაეროს გენერალურ ასამბლეას, რომელზეც სხვათა შორის სისიც ჩავა. ფაჰმი და ალ ჯაზირის ორი სხვა ჟურნალისტი გაასამართლეს და სამი წლით პატიმრობა მიუსაჯეს აკრედიტაციის გარეშე ჟურნალისტური საქმიანობისთვის და ეგვიპტისთვის "საზიანო" მასალის გავრცელებისთვის, რომელიც ეგვიპტის ხელისუფლების აზრით, მუსლიმთა საძმოს მიმართ არაობიექტური იყო. სამი ჟურნალისტი ბრალდებას უარყოფს და მას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ.

XS
SM
MD
LG