Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი ზომებს მიმართავს, თუ აშშ ევროპაში ბირთვულ იარაღს გააძლიერებს


რუსეთმა გამოაცხადა, რომ იძულებული იქნება საპასუხო ზომებს მიმართოს ძალთა წონასწორობისთვის ევროპაში, თუ მედიის ცნობა, რომ აშშ გერმანიაში ბირთვული იარაღის გაძლიერებას გეგმავს, სიმართლეს შეესაბამება. ეს კრემლის წარმომადგენელმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა გერმანიის ტელეარხ „ცეტ-დე-ეფის“ ცნობის გამო, რომ აშშ განზრახული აქვს გერმანიაში სამხედრო-საჰაერობაზა ბიუხელზე 20 ახალი ტაქტიკური ბირთვული ბომბი განათავსოს წლის ბოლოსთვის.

XS
SM
MD
LG