Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"საპარტნიორო ფონდის" ახალ ხელმძღვანელად დავით საგანელიძე დაინიშნა


"საპარტნიორო ფონდის" ახალ ხელმძღვანელად დაინიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, დავით საგანელიძე. ის მთავრობის კანცელარიაში მედიის წარმომადგენლებს წარუდგინა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.დავით საგანელიძემ საპარტნიორო ფონდის თავმჯდომარის თანამდებობაზე შეცვალა ირაკლი კოვზანაძე, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაამტკიცეს ეროვნული ბანკიდან გამოყოფილი საზედამხედველო სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარედ. „საპარტნიორო ფონდის“ არის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი, რომელიც საქართველოში 2011 წელს დაარსდა.

XS
SM
MD
LG