Accessibility links

„ფოლკსვაგენის“ გარშემო სკანდალის ფონზე გადადგა კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი


ავტომწარმოებელ კომპანია „ფოლკსვაგენის“ აღმასრულებელი დირექტორი მარტინ ვინტერკორნი ამ თანამდებობიდან გადადგა გამონაბოლქვის მონაცემების გაყალბებით გამოწვეული სკანდალის ფონზე. როგორც ვინტერკორნმა 23 სექტემბერს განაცხადა, ის ამ ნაბიჯს დგამს კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე მიუხედავად იმისა, რომ პირადად მას ბრალი არაფერში მიუძღვის. ვინტერკორნის შემცვლელს 24 სექტემბერს დაასახელებენ. ცნობილმა ავტომწარმოებელმა კომპანიამ გასულ კვირაში აღიარა, რომ აყალბებდა მონაცემებს შეერთებულ შტატებში დიზელის ძრავიანი ავტომანქანების გამონაბოლქვის შესახებ: კერძოდ, ავტომანქანებში დამონტაჟებული იყო მოწყობილობები, რომლებიც შემოწმების დროს რეალურზე უკეთეს მაჩვენებლებს იძლეოდა. „ფოლკსვაგენი“ აცხადებს, რომ ქმნის 6,5 მილიარდი ევროს (7,3 მილიარდის დოლარის) ფონდს სკანდალთან დაკავშირებული სავარაუდო ხარჯების დასაფარად.

XS
SM
MD
LG