Accessibility links

logo-print

ევროკავშირი სირიიდან ლტოლვილებისათვის მილიარდ ევროს გამოყოფს


ევროკავშირის ლიდერები, ბრიუსელში ჩატარებულ საგანგებო სამიტზე შეთანხმდნენ ახლო აღმოსავლეთში სირიიდან ლტოლვილებისათვის მილიარდი ევროს დახმარების გამოყოფასთან დაკავშირებით. დამატებითი დახმარება გამოიყოფა სირიის მეზობელი ქვეყნებისათის, სადაც მილიონობით ადამიანმა შეაფარა თავი ქვეყანაშიკონფლიქტის დაწყების შემდეგ. ევროკავშირის ლიდერები ასევე შეთანხმდნენ ევროკავშირის გარე საზღვრების გაძლიერებასთან დაკავშირებით. წელს ევროპაში ნახევარ მილიონამდე თავშესაფრის მაძიებელი ჩავიდა, ამაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის უთანხმოება გამოიწვია პრობლემის გადაჭრის გზებთან დაკავშირებით.

XS
SM
MD
LG