Accessibility links

logo-print

საუდის არაბეთში ჰაჯის, სულ ცოტა, 220 მონაწილე დაიღუპა ჭყლეტის შედეგად


საუდის არაბეთის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, ჰაჯის მონაწილე, სულ ცოტა, 220 ადამიანი დაიღუპა და 450 დაშავდა მუსლიმებისათვის წმინდა ქალაქ მინაში ჭყლეტის შედეგად. ოფიციალური პირები ტვიტერით ავრცელებენ ცნობას, რომ მიმდინარეობს სამაშველო ოპერაციები. მინა სულ რამდენიმე კილომეტრით არის დაშორებული მექიდან, რომელსაც მიაშურებენ ჰაჯის - მუსლიმთა ყოველწლიური დღესასწაულის - მონაწილეები. საუდის არაბეთში 164 ქვეყნის წარმომადგენელი მილიონ 300 ათასამდე მლოცველი იმყოფება ხუთდღიან ჰაჯიში მონაწილეობის მისაღებად.

XS
SM
MD
LG