Accessibility links

logo-print

საქართველოს მუსლიმი მოსახლეობა ყურბან-ბაირამს ზეიმობს


მუსლიმ თანამოქალაქეებს ყურბან-ბაირამის დღესასწაული თბილისის მეჩეთიდან მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. „ეს არის სიყვარულის, განახლების, ქველმოქმედების დღე და ასოცირდება გამარჯვებასთან, მშვიდობასა და სიკეთესთან“,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, საუკუნეების განმავლობაში ტოლერანტობით გამორჩეულ საქართველოში ძმურად ცხოვრობდნენ ყველა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლები, რომლებიც იზიარებდნენ ქვეყნის სიყვარულს და ურთიერთპატივისცემას. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებითვე, საქართველო კვლავაც უნდა იყოს მშვიდობის, კონსენსუსის, ურთიერთპატივისცემისა და სიყვარულის ადგილი. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომსახელმწიფო არასდროს დაუშვებს რელიგიური ნიშნით საზოგადოების დაყოფას. ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მიერ შექმნილმა რელიგიის სააგენტომ 74 ნაგებობას მიანიჭა სტატუსი და გადასცა მუსლიმთა სამმართველოს, უკვე რეკონსტრუირებულია 20-დე მეჩეთი და ეს პროცესი მომავალ წელსაც გაგრძელდება. „ჩვენ გვსურს, ყველას თანაბრად ვცეთ პატივი. პირველად საქართველოში ჩვენ წამოვიწყეთ კომპენსაციების გადახდა მუსლიმი, ებრაელი, კათოლიკე და გრიგორიანული ეკლესიის წარმომადგენლებისთვის, რადგან გვსურს ვიყოთ ერთიანი და გვქონდეს საერთო მიზანი, რომელიც გააძლიერებს ქართულ სახელმწიფოს“, - განაცხადა თბილისის მეჩეთში გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

XS
SM
MD
LG