Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხორვატია თავის ტერიტორიაზე შესვლას უკრძალავს სერბებს


ხორვატია თავის ტერიტორიაზე შესვლას უკრძალავს სერბებს და სერბიიდან მიმავალ ავტომანქანებს. ამ ზომის შესახებ გამოცხადდა ერთ დღეში მას შემდეგ, რაც სერბიამ აკრძალა ხორვატიიდან ტრაილერების შესვლა და ნაწარმის შეტანა. სერბიასა და ხორვატიას შორის დაძაბულობის ფონია დავა მიგრანტების გარშემო. მიგრანტები ბალკანეთის ქვეყნების გავლით მიეშურებიან დასავლეთ ევროპისაკენ. სერბიამ ხორვატებს ნაწილობრივ ჩაუკეტა საზღვარი მას შემდეგ, რაც ხორვატიამ თითქმის ერთი კვირის წინ ჩაკეტა სერბიასთან ყველა სასაზღვრო-გამშვები პუნქტი, ერთის გარდა. ხორვატია აცხადებს, რომ არ გახსნის საზღვარზე გამშვებ პუნქტებს, სანამ სერბია არ შეუდგება მიგრანტების ნაკადის უკან, უნგრეთში დაბრუნებას. მაგრამ უნგრეთს, თავის მხრივ, თითქმის მთლიანად აქვს ჩაკეტილი სერბიასთან საზღვარი და ახლა იგივეს აპირებს ხორვატიასთან მიმართებით.

XS
SM
MD
LG