Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

310-მდე გაიზარდა საუდის არაბეთში ჭყლეტის შედეგად დაღუპულების რიცხვი


საუდის არაბეთის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, ჰაჯის მონაწილე, სულ ცოტა, 310 ადამიანი დაიღუპა და 450 დაშავდა მუსლიმებისათვის წმინდა ქალაქ მინაში ჭყლეტის შედეგად. ოფიციალური პირები ტვიტერით ავრცელებენ ცნობას, რომ მიმდინარეობს სამაშველო ოპერაციები. მინა სულ რამდენიმე კილომეტრით არის დაშორებული მექიდან, რომელსაც მიაშურებენ ჰაჯის - მუსლიმთა ყოველწლიური დღესასწაულის - მონაწილეები. საუდის არაბეთში 164 ქვეყნის წარმომადგენელი, სულ ცოტა, ორი მილიონიმლოცველი იმყოფება ხუთდღიან ჰაჯში მონაწილეობის მისაღებად.

XS
SM
MD
LG