Accessibility links

ეგვიპტე იყიდის ორ „მისტრალს“, რომელიც რუსეთისთვის იყო განკუთვნილი


საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი აცხადებს, რომ ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ ფატაჰ ალ-სისისთან მიღწეული შეთანხმებით, ეგვიპტე იყიდის „მისტრალის“ ტიპის ორ სამხედრო ხომალდს, რომელიც თავდაპირველი გეგმით რუსეთისათვის აიგო. ოლანდის ადმინისტრაციამ 23 სექტემბერს გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც საფრანგეთი და ეგვიპტე შეთანხმდნენ სამხედრო ხომალდების გაყიდვის „პრინციპებსა და პირობებზე“. მოსკოვთან მრავალმილიარდიანი კონტრაქტის შესრულება შარშან გადაიდო რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერის გამო. წელს საფრანგეთმა კონტრაქტი გააუქმა და დათანხმდა მოსკოვისათვის 1,2 მილიარდამდე ევროს (1,32 მილიარდამდე დოლარის) დაბრუნებას. საფრანგეთი უკვე იყენებს სამ „მისტრალს“ და არ სჭირდება ორი ახალი ხომალდი.

XS
SM
MD
LG