Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საუდის არაბეთიდან იუწყებიან ჭყლეტის შედეგად დაღუპულების 717-მდე გაზრდაზე


საუდის არაბეთის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, ჰაჯის მონაწილე, სულ ცოტა, 717 ადამიანი დაიღუპა და 805 დაშავდა მუსლიმებისათვის წმინდა ქალაქ მინაში ჭყლეტის შედეგად. მინა სულ რამდენიმე კილომეტრით არის დაშორებული მექიდან, რომელსაც მიაშურებენ ჰაჯის - მუსლიმთა ყოველწლიური დღესასწაულის - მონაწილეები. ირანი საუდის არაბეთის ხელისუფლებას აკისრებს მომხდარზე პასუხისმგებლობას. ირანში ჰაჯის საორგანიზაციო სამუშაოს ხელმძღვანელმა, საიდ ოჰადიმ ტელევიზიაში განაცხადა, რომ მინაში ორი სავალი გზა ჩაიკეტა, რასაც მოჰყვა ტრაგიკული ინციდენტი. ცნობების თანახმად, დაღუპულებს შორის ირანის მოქალაქეებიც არიან. საუდის არაბეთში 164 ქვეყნის წარმომადგენელი, სულ ცოტა, ორი მილიონი მლოცველი იმყოფება ხუთდღიან ჰაჯიში მონაწილეობის მისაღებად. ჰაჯი 22 სექტემბერს დაიწყო.

XS
SM
MD
LG