Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ისლამური სახელმწიფო“ იღებს პასუხისმგებლობას იემენის მეჩეთში აფეთქებაზე


ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურმა სახელმწიფომ“ იკისრა პასუხისმგებლობა იემენში ყურბან ბაირამის ზეიმისას მოწყობილ აფეთქებებზე, რომლებმაც, სულ ცოტა, 25 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. დაიჭრა ათობით ადამიანი. თვითმხილველების ცნობით, იემენის დედაქალაქ სანაში მდებარე შიიტურ მეჩეთში აფეთქებას მოჰყვა მეორე აფეთქებაც - შესასვლელის მახლობლად, როცა მლოცველები შენობიდან გარბოდნენ. ცნობების თანახმად, მეჩეთში აფეთქება თვითმკვლელმა თავდამსხმელმა მოაწყო. ამ მეჩეთში დადიან ჰუთიტი მეამბოხეები, რომლებმაც შარშან დაამყარეს კონტროლი სანაზე და იემენის ზოგ პროვინციაზე. ისინი ებრძვიან იემენის მთავრობას და საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედ კოალიციას. ბოლო თვეებში სანაში რამდენიმე აფეთქება მოაწყო სუნიტი ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურმა სახელმწიფომ“. რადიკალი სუნიტები ერეტიკოსებად მიიჩნევენ შიიტებს.

XS
SM
MD
LG