Accessibility links

მომავალ კვირაში გაიმართება ობამას და პუტინის შეხვედრა


კრემლის პრესმდივანი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ამერიკელ კოლეგა ბარაკ ობამას შეხვდება 28 სექტემბერს, ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის სესიასთან დაკავშირებით ვიზიტისას. ვაშინგტონის ადმინისტრაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ პრეზიდენტები ერთმანეთს შეხვდებიან პუტინის თხოვნით. ამერიკელი ოფიციალური პირის განცხადებით, მოლაპარაკებაზე უარი „უპასუხისმგებლო“ გადაწყვეტილება იქნებოდა. ამავე წყაროს ცნობით, ობამა ისაუბრებს უკრაინაზე და მოსკოვს მოუწოდებს მინსკის შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაკენ. პუტინის პრესმდივანი, დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ პუტინი იმავე დღეს, 28 სექტემბერს შეხვდება იაპონიის პრემიერ-მინისტრ შინზო აბესაც.

XS
SM
MD
LG