Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპმა აშშ-ის კონგრესში გამოსვლისას დაგმო რელიგიური ექსტრემიზმი


რომის პაპმა ფრანცისკემ ვაშინგტონში აშშ-ის კონგრესის წინაშე გამოსვლისას დაგმო რელიგიური ექსტრემიზმი. მისი თქმით, არც ერთ რელიგიას არ გააჩნია იმუნიტეტი მცდარი შეხედულებების და იდეოლოგიური ექსტრემიზმის წინააღმდეგ. ამასთან, პაპი გამოვიდა მოწოდებით, დაცულ იქნეს ბალანსი ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლასა და რელიგიური თავისუფლებების დაცვას შორის. 78 წლის არგენტინელი პაპი არის კათოლიკე ეკლესიის პირველი ლიდერი, რომელმაც სიტყვით მიმართა აშშ-ის კონგრესს. 25 სექტემბერს ის ასევე სიტყვით მიმართავს გაეროს გენერალურ ასამბლეას ნიუ-იორკში.

XS
SM
MD
LG