Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში დაღუპულ ქართველ ჯარისკაცს პარასკევს ჩამოასვენებენ


საქართველოს თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელის განცხადებით, ვასილ ყულჯანიშვილს ავღანეთიდან ხვალ ჩამოსვენებენ და, ოჯახის გადაწყვეტილებით, რუსთავში სამშაბათს დაკრძალავენ. მისივე ინფორმაციით, დაჭრილი ქართველი სერჟანტი კი, უკვე გერმანიაშია სამკურნალოდ გადაყვანილი. "დაჭრილი სერჟანტის მკურნალობის ხარჯებს მთლიანად ჩვენი პარტნიორები იღებენ საკუთარ თავზე, ეს ამერიკული კლინიკაა გერმანიაში, სადაც ჩვენი ჯარისკაცები დაჭრის შემთხვევაში გადაყავთ," - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა. თინა ხიდაშელი რუსთავში, ვასილ ყულჯანიშვილის ოჯახში, დღეს პრემიერი-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად იმყოფებოდა. საქართველო 2009 წლის ნოემბრიდან მონაწილეობს ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო მისიაში. ამ ხნის განმავლობაში ქართულმა არმიამ 31 ჯარისკაცი დაკარგა.

XS
SM
MD
LG