Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ინციდენტი მოხდა


საქართველოს ავლაბრის რეზიდენციასთან ევრაზიული კავშირის მომხრე "ერეკლე მეორის საზოგადოების" მიერ ორგანიზებულ აქციაზე დააკავეს "თავისუფალი ზონის" ერთი წევრი. ამ უკანასკნელმა პროტესტი გამოხატა იმ ლოზუნგებისა და გამოსვლების მიმართ, რომელსაც "ერეკლე მეორის საზოგადოების" წევრები აქციაზე აფიქსირებდნენ. რეზიდენციასთან შეკრებილი "ერეკლე მეორის საზოგადოების" წევრებმა რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების და დიპლომატიური კავშირების აღდგენის, ასევე საქართველოს ნეიტრალიტეტის გამოცხადების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის ერთ-ერთი მონაწილის არჩილ ჭყოიძის განცხადებით, საჭიროა საქართველომ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება დაიწყოს. აქციაზე გამოფენილი იყო ბანერები რუსეთის ფედერაციის დროშებით.

XS
SM
MD
LG