Accessibility links

logo-print

პეტრო პოროშენკომ ხელი მოაწერა ახალ სამხედრო დოქტრინას


უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ დაამტკიცა ქვეყნის სამხედრო დოქტრინის ახალი რედაქცია. მასში რუსეთი მოხსენიებულია როგორც „აქტუალური სამხედრო საფრთხე“. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ უკრაინისთვის საფრთხეს წარმოადგენს რუსეთის შეიარაღებული აგრესია დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების რიგ რაიონებში, ყირიმის ანექსია, რუსეთ-უკრაინის საზღვარზე ჯარის რაოდენობის ზრდა, აგრეთვე ყირიმის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგების შესაძლებლობა. 2 სექტემბერს უკრაინის სამხედრო დოქტრინის ახალი რედაქცია დაამტკიცა ქვეყნის უშიშროების საბჭომ.

XS
SM
MD
LG