Accessibility links

სანკტ-პეტერბურგში იმყოფება ნინო ბურჯანაძე


რუსეთის ფედერაციის საბჭოს მიწვევით სანკტ-პეტერბურგში იმყოფება "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე - ამის შესახებ პარტიის პრესსამსახური იუწყება. მისივე ცნობით, საქმიანი ვიზიტის ფარგლებში ნინო ბურჯანაძე სიტყვით გამოვიდა ქალთა საერთაშორისო ფორუმზე და რუსეთის ოფიციალურ პირებს შეხვდა. „დემოკრატიული მოძრაობის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, ჟურნალისტებთან საუბრისას ბურჯანაძემ განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზებისთვის. მისივე თქმით, გაჯიუტებით და დიალოგის შეწყვეტით პრობლემები არ გვარდება. „ვპირდები ჩემს ხალხს, რომ ძალიან სერიოზულ გარდატეხას შევიტან რუსულ-ქართულ ურთიერთობებში და აუცილებლად დავიწყებ იმ პრობლემების მოგვარებას, რომელიც ჩვენი ქვეყნისათის ყველაზე მტკივნეულია", - განაცხადა "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ.

XS
SM
MD
LG