Accessibility links

logo-print

დღეს საქართველოში ჩამოასვენებენ ავღანეთში დაღუპულ ჯარისკაცს


ამერიკული თვითმფრინავით დღეს საქართველოში ჩამოასვენებენ ავღანეთში დაღუპულ ჯარისკაცს ვასილ ყულჯანიშვილს. მას 29 სექტემბერს დაკრძალავენ ქალაქ რუსთავში. საქართველოში გადმოსვენებამდე ვასილ ყულჯანიშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე. სამგლოვიარო ცერემონიაში ქართველ სამხედროებთან ერთად მონაწილეობდნენ აშშ-ის, პოლონეთის და ჩეხეთის სარდლობის წარმომადგენლები. საქართველოს შეიარაღებული ძალების პირველი კლასის რიგითი ვასილ ყულჯანიშვილი 23 სექტემბერს დაიღუპა პატრულირებისას მომხდარი თავდასხმის შედეგად. ამავე თავდასხმისას დაიჭრა სერჟანტი პაატა როსტობაია, რომელსაც ოპერაცია ბაგრამის ბაზაზე მდებარე ამერიკულ ჰოსპიტალში გაუკეთეს, შემდეგ კი ავღანეთიდან გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.

XS
SM
MD
LG