Accessibility links

logo-print

ერაყელი იეზიდები ჰააგაში აცხადებენ, რომ „ისლამურმა სახელმწიფომ“ გენოციდი მოაწყო


ერაყელმა იეზიდებმა - უმცირესობამ, რომელსაც „ისლამური სახელმწიფო“ განსაკუთრებული სისასტიკით ეპყრობა - 24 სექტემბერს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოუწოდეს გამოიძიოს ექსტრემისტული ორგანიზაციის მიერ მოწყობილი გენოციდი და სექსუალური მონობის პრაქტიკა.იეზიდთა ორმა ჯგუფმა, რომლებსაც ერაყელი ქურთების რეგიონული მთავრობა უჭერს მხარს, ჰააგაში განთავსებულ სასამართლოს წარუდგინა ანგარიში, რომელშიც, მათი თქმით, აღწერილია „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ ჩადენილი სისტემატური სისასტიკე, რომელიც გენოციდის ტოლფასია. შესაბამისად, იეზიდები აცხადებენ, რომ ამ დანაშაულებზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქცია ვრცელდება. ანგარიში მოიცავს ინფორმაციას 700-ზე მეტი იეზიდი მამაკაცის სიკვდილით დასჯის, ავადმყოფების და მოხუცების დახოცვის, ათასობით ქალის გაუპატიურების და დამონების, ბავშვების გატაცების და მათი ისლამისტი მეომრებად ქცევის შესახებ. „ისლამურ სახელმწიფოს“ ღიად აქვს ნათქვამი, რომ სურს იეზიდთა რელიგიის ამოძირკვა.

XS
SM
MD
LG