Accessibility links

logo-print

თბილისში ჩამოასვენეს ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცი


ამერიკული თვითმფრინავით ავღანეთიდან თბილისში ჩამოასვენეს ქართველი ჯარისკაცი, ვასილ ყულჯანიშვილი. როგორც სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ იუწყება, თვითმფრინავის დასახვედრად აეროპორტში იმყოფებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე, საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი და სხვა ოფიციალური პირები. დაღუპულ ჯარისკაცს 29 სექტემბერს დაკრძალავენ ქალაქ რუსთავში. საქართველოს შეიარაღებული ძალების პირველი კლასის რიგითი ვასილ ყულჯანიშვილი 23 სექტემბერს დაიღუპა პატრულირებისას მომხდარი თავდასხმის შედეგად. ამავე თავდასხმისას დაიჭრა სერჟანტი პაატა როსტობაია, რომელსაც ოპერაცია ბაგრამის ბაზაზე მდებარე ამერიკულ ჰოსპიტალში გაუკეთეს, შემდეგ კი ავღანეთიდან გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.

XS
SM
MD
LG