Accessibility links

logo-print

მოსკოვში წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობაში ეჭვმიტანილებს


მოსკოვის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა ორ ეჭვმიტანილს ექსტრემისტული ჯგუფის, „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობაში. სასამართლოს პრესმდივნის, იულია სკოტნიკოვას თქმით, ეჭვმიტანილები - ახმედ ამირხანოვი და ქერიმ ხატიევი, რომლებიც რუსეთის მოქალაქეები არიან - 23 ნოემბრამდე დარჩებიან წინასწარ პატიმრობაში. მათ ბრალად ედებათ უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების მოქმედებებში მონაწილეობა. ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში მათ 10 წლამდე ემუქრება პატიმრობა. გამომძიებლები აცხადებენ, რომ ბრალდებულები სირიაში იბრძოდნენ, „ისლამური სახელმწიფოს“ მეომრების მხარდამხარ. ბრალდებულები მოსკოვში დააკავეს, 23 სექტემბერს. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ, სერგეი სმირნოვმა გასულ კვირაში განაცხადა, რომ რუსეთის 2,400-მდე მოქალაქე იბრძვის „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში, სირიასა და ერაყში. მისივე თქმით, ექსტრემისტულ ორგანიზაციაში შუა აზიის ქვეყნების 3,000-მდე მოქალაქეა გაწევრიანებული.

XS
SM
MD
LG