Accessibility links

საერთაშორისო ორგანიზაციები: უკრაინელი სეპარატისტების მიერ ჩვენი გაძევება „მიუღებელია“


საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციები გამოდიან მწვავე კრიტიკით აღმოსავლეთ უკრაინაში მოქმედი, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების მიმართ, მას შემდეგ, რაც სეპარატისტებმა მათი რეგიონიდან გაძევება გადაწყვიტეს. ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ეს ნაბიჯი კიდევ უფრო მეტად გაზრდის სამოქალაქო პირების დაუცველობის ხარისხს, განსაკუთრებით მოახლოებული ზამთრის ფონზე. ჟენევაში განთავსებული ორგანიზაცია, ექიმები უსაზღვრებოდ ერთ-ერთია იმ 10 ჯგუფიდან, რომლებსაც ლუგანსკის პროვინციის ტერიტორიის ნაწილზე კონტროლის მქონე სეპარატისტები გაძევებას უპირებენ. ეს ორგანიზაცია ამ გადაწყვეტილებას მიუღებელს უწოდებს იმ მნიშვნელოვანი სამედიცინო და ჰუმანიტარული საჭიროებების ფონზე, რომელიც აქვს ლუგანსკში მიმდინარე კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას. გაეროს ჰუმანიტარული პროგრამების ხელმძღვანელმა და გადაუდებელი დახმარების მიწოდების კოორდინატორმა, სტივენ ო’ბრაიანმა 24 სექტემბერს განაცხადა, რომ ლუგანსკში დე ფაქტო ხელმძღვანელობამ გაეროს სააგენტოებს და რამდენიმე საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციას უბრძანა რეგიონის 26 სექტემბრამდე დატოვება. ო’ბრაიენის თქმით, საკვებით ყოველთვიური დახმარების გარეშე დარჩა 150,000-მდე ადამიანი. მისი ინფორმაციით, დახმარების მიწოდების შეწყვეტა ადამიანების სიცოცხლეს აგდებს საფრთხეში და, ზამთრის მოახლოებასთან ერთად, 3 მილიონამდე ადამიანის ყოფაზე აისახება მკვეთრად უარყოფითად.

XS
SM
MD
LG