Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაიმართა ბარაკ ობამასა და სი ძინპინის შეხვედრა


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკა ობამა და ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი 25 სექტემბერს გამართული შეხვედრის დროს შეთანხმდნენ, რომ არ უნდა განხორციელდეს და არ უნდა მოხდეს მხარდაჭერა კიბერ-ხულიგნებისა, რომლებიც სხვადასხვა სფეროში საიდუმლოების მოპარვით არიან დაკავებული. შეთანხმება ჯერ საბოლოო არ არის, თუმცა, ბარაკ ობამამ მასზე მუშაობას „წარმატებული“ უწოდა. ჩინეთი მკაცრად ეწინააღმდეგება და ებრძვის კომერციული საიდუმლოების ქურდობას, თუ ნებისმიერ სახის ჰაკერულ თავდასხმებს, - განაცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა ვაშინგტონში, ბარაკ ობამასთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

XS
SM
MD
LG