Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო: „ისლამური სახელმწიფო“ პოზიციებს აძლიერებს ავღანეთში


გაეროს ანგარიშის თანახმად, ექსტრემისტული ჯგუფი, „ისლამური სახელმწიფო“ პოზიციებს აძლიერებს ავღანეთში. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ექსტრემისტული ჯგუფი სულ უფრო მეტ მომხრეს იზიდავს და ავღანეთის 34 პროვინციიდან 25-ში ჰყავს ახალი მიმდევრები. ანგარიშში ნახსენებია „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტი მებრძოლი, აბდულ რაუფ ხადემი, რომელიც უწინ თალიბანის წევრი და ყოფილი ლიდერის, მულა ომარის მრჩეველი იყო და მას შემდეგ თავისი ჯგუფი ჩამოაყალიბა ჰელმანდის და ფარაჰის პროვინციებში. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ამ ეტაპზე ჯგუფის ავღანურ დანაყოფში „ისლამური სახელმწიფოს“ 70-მდე მებრძოლია გაერთიანებული ერაყიდან და სირიიდან.

XS
SM
MD
LG