Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საუდის არაბეთის სასულიერო პირი: შეუძლებელი იყო ჰაჯზე მომხდარი ჭყლეტის გაკონტროლება


საუდის არაბეთის უმაღლესი სასულიერო პირი აცხადებს, რომ 24 სექტემბერს, ჰაჯის რიტუალისას მომხდარი ჭყლეტა, რომელსაც 717 მომლოცველი ემსხვერპლა, ვერ გაკონტროლდებოდა ადამიანების მიერ. ამ ცნობას საუდის არაბეთის ოფიციალური სააგენტო ავრცელებს. „თქვენ არ ხართ პასუხისმგებელი მომხდარზეო“, უთქვამს შეიხ აბდულ აზიზ ალ-შეიხს პრინცისთვის და შინაგან საქმეთა მინისტრისთვის, მუჰამედ ბინ ნაეფისთვის შეხვედრაზე, რომელიც გაიმართა მინაში, სადაც ტრაგედია მოხდა. „იმ პროცესებისთვის, რომლებსაც ადამიანები ვერ გააკონტროლებენ, არ შეიძლება ბრალდება დაგეკისროთ. ბედისწერა გარდაუვალიაო“, აცხადებს შეიხი. საუდის არაბეთის ხელმძღვანელობამ ტრაგედიის გამოძიების ბრძანება გასცა. მეფე სალმანმა ასევე განაცხადა, რომ სამეფო გადახედავს უსაფრთხოების ზომებს, რომლებიც ჰაჯის ყოველწლიურ რიტუალზეა დაწესებული.

XS
SM
MD
LG