Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით გამოვიდა გაეროს მდგრადი განვითარების სამიტზე


საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით გამოვიდა ნიუ-იორკში, გაეროს მდგრადი განვითარების სამიტზე. ღარიბაშვილმა ისაუბრა მდგრადი განვითარებისთვის განსაზღვრული 17 ახალი მიზნის მნიშვნელობაზე: „დღეს ამბიციურ გზას დავადგებით, რომელიც ყველა ჩვენგანისგან მოითხოვს გაბედულ ნაბიჯებს, დღევანდელ მსოფლიოში კაცობრიობის წინაშე არსებული უდიდესი გამოწვევების პასუხად. ამ რთულ გზაზე ვიხელმძღვანელებთ მიღწეული შეთანხმებით გათვალისწინებული, მდგრადი განვითარების 17 მიზნით, რომლებსაც 169 სამიზნე უკავშირდება“ - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. საერთაშორისო ლიდერებმა 25 სექტემბერს დაამტკიცეს მასშტაბური გეგმა, რომელიც ეხება თორმეტ მნიშვნელოვან გლობალურ საკითხს - სიღარიბის აღმოფხვრას, ეკოლოგიას და უთანასწორობის შემცირებას. ახალი გეგმა ჩვიდმეტი პუნქტისგან შედგება. ახლად დასახული მიზნებისკენ სვლისთვის განსაზღვრული ზომების ფასი 3.5 ტრილიონი დოლარიდან 5 ტრილიონამდე იქნება ყოველ წელს, 2030 წლამდე. გეგმის კრიტიკოსები აცხადებენ, რომ მიზნები ძალიან ზოგადია და სათანადოდ არ არის განსაზღვრული ანგარიშვალდებულების საკითხი.

XS
SM
MD
LG