Accessibility links

logo-print

ირანის ლიდერი საუდის არაბეთისგან ბოდიშს მოითხოვს ჭყლეტის გამო


ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი ამბობს, რომ საუდის არაბეთმა ბოდიში უნდა მოიხადოს ჰაჯის რიტუალზე მომხდარი ჭყლეტის გამო. საუდის არაბეთის ოფიციალური პირების ინფორმაციით, 24 სექტემბერს მექასთან მომხდარ ჭყლეტას ემსხვერპლა 769 ადამიანი, დაშავდა 900-ზე მეტი. თეირანი აცხადებს, რომ დაღუპულებს შორის სულ მცირე 144 ირანელია, 320-ზე მეტი პირი კი კვლავ დაკარგულია. 27 სექტემბერს გავრცელდა ხამენეის სიტყვები - საუდის არაბეთმა პასუხისმგებლობა უნდა იკისროს და ბოდიში უნდა მოუხადოს მუსლიმებს და მსხვერპლთა ოჯახებსო. ერთი დღით ადრე ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როჰანიმ მოითხოვა ჭყლეტის გამოძიების ჩატარება, სახელმწიფო პროკურორმა, ებრაჰიმ რაისიმ კი განაცხადა, ირანი ეცდება საუდის არაბეთის სამეფო ოჯახი „საერთაშორისო სასამართლოების“ მიერ გასამართლდეს მისი „დანაშაულის“ გამოო. საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ადელ ალ-ჯუბეირმა ირანელებსტრაგედიის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებაში დასდო ბრალი.

XS
SM
MD
LG