Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთი აცხადებს, რომ პირველი საჰაერო იერიში მიიტანა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ


საფრანგეთი აცხადებს, რომ საჰაერო იერიში მიიტანა ექსტრემისტული ჯგუფის, „ისლამური სახელმწიფოს“ სამიზნეებზე სირიაში. პრეზიდენტის ოფისის მიერ 27 სექტემბერს გავრცელებული განცხადების თანახმად, საჰაერო დარტყმები განხორციელდა ობიექტებზე, რომლებიც ორი კვირის განმავლობაში წარმოებული საჰაერო დაზვერვის შედეგად იქნა იდენტიფიცირებული. განცხადებაში ნათქვამია, რომ ოპერაცია, რომლის მიზანიც ტერორისტულ საფრთხესთან ბრძოლაა, კოორდინირებული იყო პარტნიორებთან აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიციიდან, რომელიც „ისლამურ სახელმწიფოს“ ებრძვის. პრემიერ-მინისტრმა მანუელ ვალსმა განაცხადა, საფრანგეთმა „თავდაცვის ინტერესებიდან გამომდინარე“ იმოქმედა და მიზანში ამოიღო „ისლამური სახელმწიფოს“ ის სამალავები, რომლებშიც საფრანგეთზე თავდამსხმელები გადიან წვრთნებსო.საფრანგეთის თვითმფრინავებს წარსულში მეზობელ ერაყში აქვთ განხორციელებული იერიშები „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ. მიმდინარე თვეში პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, საფრანგეთი განიხილავს საჰაერო დარტყმების სირიაში განხორციელების შესაძლებლობასო. საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებაში ასევე გამოთქმულია მოწოდება სირიაში „პოლიტიკური ტრანზიციის“ შესახებ, რომელიც გააერთიანებს რეჟიმის და ზომიერი ოპოზიციის წარმომადგენელ ელემენტებს.

XS
SM
MD
LG